აბაშიძე: გვსურს, მოქალაქეებს გადაადგილების მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდეთ

ახალი გამარტივებული სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისათვის ძალაში შედის ხვალიდან, როგორც ეს რუსეთის საგარეო უწყების კომენტარშია ნათქვამი. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა საუბარი პრაღაში, ჩვენი ორმხრივი დიალოგის ფორმატში. ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთის მხარე ამზადებდა ასეთ გადაწყვეტილებას. სულ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა პუტინმაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი. ნათქვამია, რომ გაგრძელდება მუშაობა სავიზო რეჟიმის საერთოდ შესაძლო გაუქმების თაობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური თავისუფლება და სწორედ ამიტომაც შეაფასა ჩვენმა პრემიერმინისტრმა რუსეთის მხარის ეს გადაწყვეტილება როგორც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრიოს სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე

კომენტარები