თაღლითობა

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

http://www.is.ge/

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით მოქალაქე ოთარ გრიგალაშვილი დააკავა. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა საჯარო სამსახურში დასაქმებას, რის სანაცვლოდაც 30 000 აშშ დოლარი მოითხოვა. ბრალდებული დავაკავეთ მოთხოვნილი თანხის ნაწილის, 2 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები