NDI-ის კვლევა

NDI: 50% ტელეფონში პოლიტიკაზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე - გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც თქვენს მეგობარს სატელეფონო საუბრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ მოსაზრებას უზიარებთ - გამოკითხულთა 50% პასუხობს, რომ არ გრძნობს.

კითხვაზე დადებითად პასუხობს გამოკითხულთა 38%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები