ვიზალიბერალიზაცია

ზაქარეიშვილი: რუსეთზე ვილაპარაკოთ ხვალ და ზეგ, დღეს ევროპაზე გვაქვს სასაუბრო

მე ნამდვილად შემიძლია, გითხრათ მხოლოდ ერთადერთი რამ - ცხოვრებაში არასდროს, ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვა "ისტორიულს". დღეს მართლაც არის ისტორიული დღე და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს, ვულოცავ მთელ ქართველ ხალხს, ერს, მთელ ნაციას, ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველომ გადადგას სერიოზული ინსტიტუციონალური ნაბიჯი ევროპისკენ, ეს არის უვიზო მიმოსვლა... რუსეთი დღეს, ამწუთას არის არასერიოზული ლაპარაკი, როცა გვაქვს ევროპაზე სასაუბრო... თქვენ გაქვთ უფლება კითხვის დასმისა და მე მაქვს უფლება პასუხის გაცემისა. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ ღონისძიება. მოდით, რუსეთზე ვილაპარაკოთ ხვალ და ზეგ. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნას.

კომენტარები