შეწყალების კომისია

ციხის ყოფილი თანამშრომელი: ზაუტაშვილი კობახიძეს და ბესელიას ღამით ხვდებოდა

humanrights.ge

ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ .ე.წ კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას გვიან ღამით კოლონიის დირექტორის კაბინეტში ხვდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. ის ასევე იხსენებს, რომ ციხეში საუბრობდნენ, რომ ზაუტაშვილმა კობახიძეს თანხდა გადაუხადა. 

"ეს პირები ზაუტაშვილს დირექტორის კაბინეტში ხვდებოდნენ. 200 000 ლარი გადაიხადა. ის როცა სიაში არ მოხვდა ურეკავდა მანანა კობახიძეს და კობახიძე მას არ პასუხობდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა ღამის11-12 საათზე გაუყვანიათ საკნიდან დირექტორის კაბინეტში აუყვანიათ, იყო შემოსული კობახიძე, ბესელიაც ყოფილა. მას შემდეგ, რაც კობახიძე და ბესელია ზაუტაშვილს ცალკე შეხვდებოდნენ შემდეგ ყველას ერთად ხვდებოდნენ. ანასტასია სკაიპითაც სარგებლობდა, სხვა პატიმრებიც. რამდენიმე საათი იყო ხოლმე კაბინეტში და ამბობდა, რომ კობახიძეს შეხვდა, კობახიძეს და ბესელიას. თვითონ ყვებოდა ამ ამბებს. ანასტასიას ნათქვამიდან გამომდინარე ზოგი ამბობდა, რომ ზაუტაშვილმა 150 000 ან 200 000 კობახიძეს გადაუხადა. ჩემი ინფორმაციით ფული ზაუტაშვილმა მას შემდეგ გადაიხადა, რაც ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდნენ,"- იხსენებს ქალთა კოლონიის თანამშრომელი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ მას აიძულებდნენ კონკრეტული პატიმრები შესაწყალებელ სიაში ჩაესვა. ელისაშვილის თქმით, შეწყალების კატეგორიული მოთხოვნით მას "ისტერიული" მესიჯებიც მისდიოდა.

კომენტარები