თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

beyroutey.com/

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

დიდგორის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს (სულ 1 184 აბონენტს).

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 345 აბონენტს).

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 845 აბონენტს).

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები