კრიმინალი

საბურთალოს სასაფლაოსთან ორი პირი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საბურთალოს სასაფლაოსთან ორი პირი დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო მოხმარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს. რუსთავი ორის ცნობით, შემთხვევის ადგილზე რვა ვაზნა იპოვეს.

კომენტარები