უკრაინა

უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს პოროშენკოსთან შეხვედრისას წყალი შეასხა

უკრაინის რეფორმების რადაში, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციაში შეიკრიბა, ქვეყნის პრემიერ არსენი იაცენიუკს, შს მინისტრ არსენი ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ავაკოვმა ცოტა ხნის წინ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილთან დაპირისპირების შესახებ ყვება:

"ახლახანს, რეფორმების რადაში ბატონი სააკაშვილმა, ჩემს კითხვაზე - რატომ ურთიერთობდა ის ოდესის საპორტო ქარხანასთან დაკავშირებით რუს ოლიგაქრ ურალხიმთან.. და როგორ არის ეს დაკავშირებული უკრაინის საპორტო ქარხანასთან? - დაკარგა თვითკონტროლი.

ოდესის გუბერნატორი ჩავარდა ისტერიკაში და დამიწყო ღრიალი: "არავის აქვს უფლება ასე ელაპარაკოს მიხეილ სააკაშვილს... შენ კორუმპირებული მინისტრი ხარ... მე კი პატიოსანი ადამიანი.." გადავიდა პირად შეურაცხყოფაზე. მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყმა - შევასხი სახეში წყალი.

დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შიზოფრენიით დაავადებული პოპულისტი. არ მაძლევდა საშუალებას რაიმე მეთქვა - სიტყვას აწყვეტინებდა ყველას, მათ შორის პრეზიდენტს.

სააკაშვილი სიძნელეებზე ყეფს და არაფერზე აგებს პასუხს. მეყოფა მე არტისტები და ცირკის მსახიობები. საჭიროა შრომა და არა ყბედობა!

უხერხული კითხვები იწვევენ ისტერიკას? - მომბეზრდა... მე არ ვაპირებ მოვითმინო მებრძოლი ნაძირალას თავხედობა, რომელიც ეძებს ხმაურიან საბაბს გადადგომისთვის, ჩააგდო რა სამუშაო მის უშუალო თანამდებობაზე. მე არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ატყუებს ჩემს ქვეყანას ლამაზი პოზით, თითქოს ყველა ნაძირალაა, ხოლო ის თეთრი...

კორუფციონერები უნდა ჩასვა და არა ისაუბრო მათზე თვეობით და არ წარმოადგინო ფაქტები. თუ სააკაშვილი არ არის დაკავებული ოდესის საპორტო ქარხნით? უბრალოდ რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები რუს ურალხიმთან?", - განაცხადა ავაკოვმა.

მომხდარს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა: "მე კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურისგან, დღევანდელ რეფორმების რადაზე, პრემიერმინისტრისა და შს მინისტრისუღირსი და პროვოკაციული საქციელის გამოაქვეყნოს სრული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას.

ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა სამი კამერით და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ ჩემს თითოეულ სიტყვაზე, რომელიც იქ წარმოვთქვი", - წერს სააკაშვილი.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, სერგი ლიშენკო, თვითმხილველებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ პრემიერმინისტრი იაცენიუკი სააკაშვილს შეხვედრისას მოუწოდებდა "უკრაინიდან წათრევას", რაზეც სააკაშვილი პასუხობდა, რომ ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, როგორც იაცენიუკი, უბრალოდ, მისგან განსხვავებით უკრაინა არ გაუძარცვავს. მისივე ცნობით, პრეზიდენტმა პოროშენკომ მას მერე, რაც ვერ შეძლო მღელვარების ჩაცხრობა, შეხვედრა დახურულად გამოაცხადა.

მოგვიანებით სააკაშვილმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პრემიერმინისტრმა იაცენიუკმა თავს მუქარისა და გინების უფლება მისცა. მისი თქმით, პრემიერმინისტრსა და შს მინისტრს პროვოკაცია გამიზნული ჰქონდათ.

კომენტარები