პატიმრების შეწყალება

ვოლსკი: მანანა კობახიძე უნდა დაიკითხოს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ვიცესპიკერი მანანა კობახიძე უნდა დაიკითხოს.

"ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც შეეხო ტალახის წვეთი, აუცილებლად უნდა დაიკითხოს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და რაც შეიძლება, სწრაფად. ძალიან შევაჩვიეთ საზოგადოება, რომ საკითხები დიდხანს იხილება და წლების განმავლობაში ვერ დავაზუსტეთ და ვერ დავადგინეთ, რა ტენდენციებთან გვაქვს საქმე", - თქვა ვოლსკიმ.

გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. როგორც ცნობილია, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

კომენტარები