პატიმრების შეწყალება

პრემიერი: პატრიარქის ემოციური მიმართვის შემდეგ, ემოციური მოთხოვნილება გამიჩნდა

ძალიან ნიჭიერი პატიმრები გყავთ. სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია თქვენს მიერ ორგანიზებულმა სპექტაკლმა პატიმრების მონაწილეობით. ისე, რა საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს. ძალიან ემოციური დღე იყო. როგორც იცით, პატრიარქიც ესწრებოდა და ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს იმ დღეს. დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა იმ ადამიანებმა, რომლებმაც მე მგონი, არ იციან, რა არის სახელმწიფო, ან სამშობლო, მაგრამ ეს გასაგებია ჩვენთვის. უბრალოდ საწყენია - ეს ადამიანები საცოდავები არიან, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ თავდასხმა გააკეთონ, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, პატრიარქის პიროვნება თუ მთავრობა, ჩემზე აღარ არის საუბარი. ჩვენზე მიზეზები არ სჭირდებათ, ისედაც გვესხმიან თავს, ამას შეჩვეულები ვართ. ჩემი განცხადებაც თუ ნახეთ, ვფიქრობ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო. მე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი არის დარეგულირებული კონსტიტუციით. შეწყალების კომისიაში ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი, ერთ-ერთი ეპისკოპოსი. მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მიმართვა, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქცია არის სწორედ შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში. აქ რა იყო გაუგებარი ან ანტისახელმწიფოებრივი, არ მესმის. ეს არის უბრალოდ მიზეზი. კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ეს ადამიანები, რომლებიც თავს დაგვესხნენ ჩვენ ყველას. დაწყებული საპატრიარქოთი - მთავრობაზე აღარ ვსაუბრობ. მე უბრალოდ მაინტერესებს, ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები