თბილისის ორი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (სულ 310 აბონენტს).
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს (სულ 212 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.





