არაფორმალური მმართველობა

ზაქარეიშვილი: არაფორმალური მმართველობა არ არსებობს, მე ის არ მიგრძვნია

გუშინ არ მოვსულვარ პოლიტიკაში და წარმოდგენა მაქვს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა. პრაქტიკულად, მე არ მიგრძვნია და არ გამიგია კონკრეტული ფაქტები, თუ რა ფორმით ხდება ჩრდილოვანი მმართველობა. ჩემი საქმიანობა წმინდა წყლის პოლიტიკაა. ჩემთან არ არსებობს სხვა საკითხები, გარდა პოლიტიკისა - კონფლიქტები, უმცირესობების საკითხები, სამოქალაქო თანასწორობა – არასდროს არ ჩარეულან ჩემს საქმეში. ჩემს მიერ დაყენებული საკითხი ყოველთვის განიხილება ჩემს კოლეგებში, სხვა უწყებებში, მაგრამ არასდროს ზემოდან, ქვემოდან, არსაიდან არ მქონია არანაირი ზემოქმედება, რომ ასე კი არა, ისე უნდა გაგვეკეთებინა. სამი წრეა, სადაც მე ვღებულობ საბოლოოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, ეს არის მთავრობა, მთავრობის წევრები და პრემიერმინისტრი. მეორე, ეს არის პარლამენტი, ანუ უმრავლესობა, სადაც ყალიბდება პოლიტიკა და მათთან მუდმივად მაქვს კონტაქტები. და რესპუბლიკური პარტია, სადაც ჩემს პოზიციებს ვაცნობ და შემდეგ ხდება მისი რეალიზება. ყველა მინისტრს ვეკითხები, როგორ ხორციელდება ეს არაფორმალური მმართველობა, თუ ის არსებობს. არანაირად არ არსებობს. ამას ჩემს დონეზე გეუბნებით ისევ და ისევ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სალომე ასათიანის ყოველკვირეულ გადაცემა ინტერview-ში.

კომენტარები