- რუსეთის ფედერაციის კუთვნილმა საფრენმა საშუალებებმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დეკმებერში ორჯერ, 9 და 10 რიცხვებში დაარღვიეს. 9 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიიდან აფრენილმა უპილოტო თვითმფრინავმა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა. 10 დეკემბერს კი ასევე ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიიდან აფრენილმა მი 8 ტიპის რუსულმა ვერტმფრენმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას გადაუფრინა.
- დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაცხრილეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შენობას 20-ზე მეტი ტყვია მოხვდა, თავდასხმის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა. ოპოზიცია პაუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას აფასებს. ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა.
ფოკუსი


![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

