ენმ-ის ვიზიტი აშშ-ში

ენმ-ის წევრები დღეს აშშ-ში ვიქტორია ნულანდს შეხვდებიან

huffingtonpost.com

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდებიან.

შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხების გარდა, ქვეყნის NATO-სა და ევროპისკენ სწრაფვა იქნება.

"საქართველოს ამოცანაა, ასეთ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვქონდეს კომუნიკაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ვარშავის მომავალი სამიტი, უსაფრთხოების გამოწვევები და დინამიკა ქვეყნის შიგნით, რომელიც პრობლემებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო", - თქვა ენმ-ის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ენმ-ის წევრები განაგრძობენ შეხვედრებს ამერიკელ სენატორებთან.

კომენტარები