ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას იარაღის სავარაუდო ვაჭრობის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები ეხება ჩრდილოეთ კორეის არმიის სტრატეგიულ სარაკეტო ძალას, ასევე ორ ბანკსა და სამ გადამზიდ კომპანიას.
სანქციები ამერიკელებს და კომპანიებს ამ კუთხით ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობას უზღუდავს.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეას რამდენიმე სხვა ქვეყანამ და გაერომ სანქციები უკვე დაუწესა.





