კახა კალაძე დღეს ლუქსემბურგში გაზპრომის ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდება

ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე დღეს ლუქსემბურგში გაზპრომის ხელმძღვანელ ალექსეი მილერს შეხვდება. ამ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო ოთხ თვეში ეს უკვე მესამე შეხვედრაა საქართველოს ვიცეპრემიერსა და მილერს შორის.

20 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ Gazprom-თან მოლაპარაკებები დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა და რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები იმისთვისაა აუცილებელი, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას.

კომენტარები