ამერიკის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წარმომადგენელი სირიის არმიის ბანაკზე საჰაერო თავდასხმას უარყოფს და აცხადებს, რომ მათ ძალებს არანაირი თავდასხმა არ განუხორციელებიათ საჯარისო ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ სირიის მთავრობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკის მიერ შექმნილ კოალიციას სირიის არმიის ბანაკზე საჰაერო თავდასხმაში ადანაშაულებს. მათი თქმით, მოკლულია 3 ჯარისკაცი, დაჭრილია - 13.





