პატიმრების შეწყალება

კურტანიძე: ზვიად ქორიძე თუ იწყალებს ადამიანებს, პატრიარქსაც უნდა შეეძლოს

ლუკა კურტანიძე

"ზვიად ქორიძეს თუ აქვს უფლება, ადამიანები შეიწყალოს, მგონია, რომ საქართველოში პატრიარქს უფლება უნდა ჰქონდეს, სურვილი გამოხატოს, დაეხმაროს სახელმწიფოს იმ კუთხით, რომ მისი სათნოება, როგორც ჩვენი მოძღვარი, შეწყალების პროცესში ჩაერთოს", - თვლის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე.

აღსანიშნავია, რომ ზვიად ქორიძე პატიმრებს არ იწყალებს. ქორიძე შეწყალების კომისიის თავმჯდომარეა. აღნიშნული კომისია არის პრეზიდენტის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც განიხილავს იმ მსჯავრდებულთა საქმეებს, რომელთაც შეწყალების მიღება სურთ. კომისია შუამდგომლობს პრეზიდენტთან შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

კომენტარები