პატიმრების შეწყალება

წულუკიანი: შეწყალების უფლება ძალიან დიდ ნეგატივს მიმართავდა პატრიარქისადმი

სასულიერო პირს, პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების ფუნქცია – ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. თუ ეს გაკეთდებოდა, წავაწყდებოდით კონსტიტუციურ პრობლემებს და დავარღვევდით იმ პრინციპს, რასაც ეწოდება სახელმწიფოს და ეკლესიის გაყოფა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ საერო სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა, ალბათ, ვერ შეისხამდა ხორცს. ასე რომც არ იყოს, მე არ ვისურვებდი, რომ ჩემი ეკლესიის, მართლმადიდებელი გახლავართ, სულიერ ხელმძღვანელს ჰქონდეს შეწყალების უფლება, რადგან შეწყალების უფლება როცა გაქვს, ასევე, გიწევს, უარი თქვა შეწყალებაზე. ეს ძალიან დიდ ნეგატივს მიმართავდა პატრიარქისადმი, რასაც მე მას ნამდვილად არ ვუსურვებ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პატრიარქის განცხადებაზე, რომ კარგი იქნებოდა, პატიმრების შეწყალების უფლება მასაც ჰქონოდა.

კომენტარები