პატიმრების შეწყალება

ნანუაშვილი: ახალი შეწყალების სტრუქტურების შექმნა ყოველგვარ ლოგიკას სცილდება

საპატრიარქო არის წარმოდგენილი შეწყალების სახელმწიფო კომისიაში. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, როდესაც ინდივიდუალურ საჩივრებს, შეწყალების საკითხებს ვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა, რომ იმ არსებულ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები. თუ რამე ხარვეზია, სჯობია, იმაზე ვისაუბროთ, როგორ გაუმჯობესდეს არსებული კომისია. სხვა პარალელური სტრუქტურების შექმნა ყოველგვარ ლოგიკას სცილდება და არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საჭიროა რაიმე დისკუსიის წარმართვა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივაზე.

კომენტარები