ენერგეტიკა

კალაძე: ბოლო წლებში, ენერგეტიკის დარგში ადგილობრივი ბიზნესი ძალიან გააქტიურდა

მისასალმებელია ის, რომ ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციები არიან ჩართულები ამ პროექტის დაფინანსებაში, კერძოდ, TBC ბანკი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მისასალმებელია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში პროექტების განხორციელების კუთხით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ შევცვალეთ გარკვეული რეგულაცია და უფრო შევამსუბუქეთ, უფრო მარტივი გავხადეთ ინვესტიციების განხორციელება. საამაყოა ის, რომ გარდა უცხოელი ინვესტორებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ამ დარგში ინვესტიცების განხორციელების, დღეს უკვე პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ქართველი ბიზნესმენები.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საგურამოს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გახსნაზე.

კომენტარები