პატიმრების შეწყალება

ბერძენიშვილი შეწყალებაზე: სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს

საქართველოში, რომელიც არის სეკულარული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ჩემი ღრმა რწმენით, სწორი არ არის და ის ვერ განხორციელდება. წინადადება ჰუმანურია, ადამიანურია, მესმის პატრიარქის სურვილი, მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს, რადგან ეს არ შეიძლება სხვა ორგანიზაციის საქმე იყოს. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა.

კომენტარები