ხანუქას დღესასწაული

პრეზიდენტი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს: ვუერთდები თქვენს ზეიმს

ხანუქა
itraveljerusalem.com

გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს, - მილოცვის ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს - გამარჯვების, განწმენდისა და განახლების ბრწყინვალე დღესასწაულს.

ამ მიწაზე ქართველთა და ებრაელთა ერთიანობა ათასწლეულებს ითვლის და კიდევ უფრო ღრმა და ძლიერი მეგობრობის მომავლისკენაა მიმართული. თქვენი დაუღალავი გარჯა, ჩვენი თანამშრომლობა საერთო სამშობლოს აღმშენებლობისთვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადობრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ და თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის მილოცვაში.

დღეს ებრაელებისთვის დაიწყო და რვა დღეს გასტანს ხანუქა, განახლების დღესასწაული. ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ.

კომენტარები