ხანუქას დღესასწაული

კალაძე: ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობა გასაფრთხილებელია

ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. ძალიან მიხარია ეს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებობს. ეს არის გასაფრთხილებელი. კიდევ ერთხელ მთელი გულით მინდა მიულოცო ებრაელ ხალხს დღევანდელი დღესასწაული, პირველ რიგში მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა

პირველი არხის ცნობით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.

კომენტარები