ხანუქას დღესასწაული

სახალხო დამცველი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი ებრაელ ხალხს ხანუქას - მთელ მსოფლიოში მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაულს ულოცავს და ებრაულ თემს საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა და ის სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღეებში ებრაელი ხალხი დამპყრობლისგან ტაძრის დაბრუნებას ზეიმობს და ასევე იმ სასწაულს აღნიშნავს, როდესაც სოლომონის ტაძარში, მენორაში ერთი დღის სამყოფი ზეთი სასწაულებრივად რვა დღის მანძილზე ანათებდა. ამ სასწაულის აღსანიშნად რვა დღის მანძილზე თითო სანთელი ინთება.

კომენტარები