საქართველოს მოქალაქეობა

პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. გიორგი მარგველაშვილის 4 დეკემბრის ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ" ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

იუსტიციის სამინისტრომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს გუშინ მიმართა. 

კომენტარები