კონფლიქტები

მოგერინი: ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით შეშფოთებულია

telegraph.co.uk

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბელგრადში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით შეშფოთებულია.

"ევროკავშირი შეშფოთებულია დნესტრისპირეთში კონფლიქტის მოგვარების კუთხით ძალიან ნელი პროგრესით, მთიან ყარაბაღში მზარდი დაძაბულობით და საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით.

არანაირი სარგებელი არ შეიძლება მოიტანოს ამ კონფლიქტებმა, არცერთი მხარისთვის. დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ვინც არაკეთილსინდისიერადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში, პატივი სცეს ეუთო-ს პრინციპებს. ევროკავშირი მზად არის, კონფლიქტების მოგვარების პროცესში აქტიური მონაწილეობა გააგრძელოს", - თქვა მოგერინიმ.

კომენტარები