მართვის მოწმობა

თალაკვაძე მართვის მოწმობაზე: კორუფცია არ იქნება, ქულები პროგრამულად დააკლდება

არჩილ თალაკვაძე
შსს

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა არ ზრდის კორუფციის რისკებს.

"კორუფციის რისკები ვერანაირად ვერ გაიზრდება იმიტომ, რომ ეს არის პროგრამულად რეგულირებული. საპატრულო ეკიპაჟებს აქვთ კანონიერი დავალება, რომ აღმოფხვრან ინციდენტები და რეაგირება მოახდინონ და ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. ქულათა გამოკლება მოხდება პროგრამულად, ავტომატურად," - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა 21 ქვეყანაშია აპრობირებული.

საქართველოს შემთხვევაში, მართვის მოწმობებზე ავტომატურად იქნება დარიცხული წლიურად 100 ქულა. 

"თითოეულ დარღვევაზე, რომელსაც მძღოლი ჩაიდენს საგზაო მოძრაობის დროს, მოხდება ქულების გამოკლება 100 ქულიანი ლიმიტიდან. მართვის მოწმობის მოქმედება დამოკიდებულია ქულებზე. თუ თქვენ ამოგეწურებათ წლის განმავლობაში 100 ქულა, თქვენ მოგიწევთ, რომ თავიდან ჩააბაროთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა," - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები