უკონტაქტო პატრულირება

თალაკვაძე: უკონტაქტო პატრულირებით დარღვევას GPS რეგისტრატორები დააფიქსირებს

mcla.gov.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განმარტებით დაინერგება უკონტაქტო პატრულირება რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვევები სიჩქარის დეტექტორებითა და GPS-იანი რეგისტრატორების მეშვეობით მოხდება. 

"მათ კონტაქტი არ ექნებათ მოქალაქეებთან, შესაბამისად არანაირი კორუფციული მიზნები არ არსებობს," -აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეები უკონტაქტო პატრულირების მექანიზმით მოქალაქეები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში თუ გზას არ დაუთმობენ ზებრაზე ქვეითებს, გადაკვენ საცობის დროს ორმაგ ღერძულა ხაზს. მისივე თქმით, მძღოლებს დაჯარიმების შესახებ მიუვათ შესაბამისი შეტყობინება ხოლო სურვილის შემთხვევაში მათ ამის გასაჩივრება შეეძლებათ.

"ჩვენ ასევე ვნერგავთ მობილური დეტექტორების სისტემას სიჩქარეზე. დღეს თუ მძღოლებმა იციან, რომ რომელიმე ბოძზე არის დამაგრებული სიჩქარის დეტექტორი და იქ შეანელებენ ხოლმე მოძრაობას, მომავალში ეს დეტექტორები იქნება გადაადგილებული და სხვადასხვა პერიოდში იქნება მოთავსებული სხვადასხვა ადგილას," - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები