არჩევნები 2016

ძიძიგური: ივანიშვილის ჩართულობა არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალ არჩევნებში, 2016 წელს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ იმედი გვაქვს და ბატონმა ბიძინამაც არაერთხელ განაცხადა, რომ ის 2016 წელს იქნება აქტიური საპარლამენტო არჩევნებში. კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ჩამოაყალიბა, ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ვფიქრობთ, მისი გამოჩენა და ახსნა-განმარტებები ყველა თემაზე იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი კოალიციისათვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური დღევანდელ პრესკონფერენციაზე. კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები