დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, მთაწმინდის, ჩუღურეთის, გლდანის და ნაძალადევის რაიონებს.
11:00-დან 16:00 საათამდე, საბურთალოს რაიონში შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, იასამნის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო გლდანის რაიონში - სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ხიზაბავრის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში კი, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ჭყონდიდელის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის და საყვირის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





