NATO

NATO მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას სთავაზობს

NATO ასპირანტ ქვეყანა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას სთავაზობს. მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი იქნება.

"ვულოცავთ მონტენეგროს", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში. "ეს არის დასაწყისი ძალიან კარგი თანამშრომლობის", - დაამატა მან.

დღესვე ბრიუსელში საქართველოსა და კიდევ ორ ასპირანტ ქვეყანაზე ერთობლივ დოკუმენტს მიიღებენ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, როგორ შეაფასებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ ქვეყნებს.

კომენტარები