რუსთავი 2-ის საქმე

საყევარიშვილი: ვემორჩილები სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას

რევაზ საყევარიშვილი
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ ტელეკომპანიის დროებით მმართველად დანიშნული რევაზ საყევარიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილება. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

"ვემორჩილები სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას", - ამბობს საყევარიშვილი. კითხვას - შეხვდა თუ არა ის ქიბარ ხალვაშს და რას გეგმავს მომავალში, საყევარიშვილი არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სააპელაციო სასამართლომ თამაზ ურთმელიძის განჩინება დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით გააუქმა.

კომენტარები