დღეისათვის დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსტკოვის, ცისკარიშვილის, გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და ფარნავაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.





