კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ORT-ს რეტრანსლატორს საქართველოში, უფლების არ ქონის გამო, მაუწყებლობა შეეზღუდა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სათერო მაუწყებლობა შეუზღუდა და 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკასირა ORT-ს პროგრამების რეტრანსლატორს - შპს „რ.ბ.ჯ."-ს, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გამოყენებით მაუწყებლობდა. სანქციის მიზეზი რეტრანსლირებისთვის კანონიერი უფლების არ ქონა გახდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კომპანიას მაუწყებლობის დაწყებამდე სამაუწყებლო პროდუქციის მართლზომიერი ფლობის შესახებ შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები არ წარმოუდგენია. ამასთან, საქართველოს კომისიაში გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „რ.ბ.ჯ"-მ ვერ დაადასტურა ORT-ს ტელეპროდუქციის მართლზომიერი ფლობა.

კომპანია ასევე, წერილობით გაფრთხილდა კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის და საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისობის დეკლარაციის გამოუქვეყნებლობის გამო.

IDFI-ს ცნობით, ეს შპს „რ.ბ.ჯ"-ს სანქცირების პირველი შემთხვევა არ არის. ხსენებული მაუწყებლის პროგრამები, ციფრული საეთერო მაუწყებლობის ქსელით, რამდენიმე საათით, 2015 წლის ივლისშიც გავრცელდა, თუმცა, ორგანიზაციის რეაგირების და კომისიის ჩარევის შედეგად, მაუწყებლობა მაშინ შეწყდა.

კომენტარები