კრიმინალი

213-ე საბავშვო ბაღს პოლიცია ამოწმებს, სავარაუდოდ, მშობელმა ბავშვს იარაღი მისცა

metro.us

213-ე საბავშვო ბაღს საპატრულო პოლიცია ამოწმებს. პოლიცია ბაღში შეტყობინების საფუძველზე მივიდა.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ნათესავის ინფორმაციით, დიდ დიღომში მდებარე 213-ე ბაღში ერთ-ერთი ბავშვს მშობელმა იარაღი მისცა. 

ბაღის დირექტორის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვის მამა ნასვამ მდგომარეობაში საბავშვო ბაღში იარაღით მივიდა. მან იარაღი 5 წლის შვილს მისცა და მოუწოდა, ვინც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. რუსთავი ორის ცნობით, დირექტორი აღნიშნავს, რომ ზუსტად არ იციან, რა ტიპის იარაღი იყო. 

ბავშვს იარაღი მასწავლებელმა გამოართვა. ის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. 

კომენტარები