პრემიერი ხადურს: მე მგონი, ჩვენ შორის ვლაპარაკობთ, მედია მაინც ტყუილად დგას აქ

ისე, როგორც ყოველთვის, ამას ჩვენს შორის ვლაპარაკობთ. მედია მაინც ტყუილად დგას მე მგონი აქ. მე მინდა მედიასაშუალებებს მივმართო, თხოვნით, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ მოსახლეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ მოსახლეობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას. მას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უთხრა, რომ 2012 წლის შემდეგ, ბიუჯეტი 25%-ით გაიზარდა. ხადურის თქმითვე, "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის სოციალური ხარჯები, მნიშვნელოვნად გაზრდილია ადამიანებზე ზრუნვა, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ არის უარგისი, რატომღაც. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თურმე არ ყოფილა, არ უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი".

კომენტარები