ლარის სიმბოლო

Microsoft-ის ოპერაციულ სისტემაში ლარის სიმბოლო გამოჩნდა

nbg.gov.ge

ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე შესაძლებელია. უნიკოდში რეგისტრაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა. მომხმარებლებს მისი აკრეფა შეუძლიათ Microsoft Windows 7, 8 და ასევე 10 ვერსიაში.  

სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება. Windows 7, 8 და 8.1 ვერსიებისთვის, შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი (KB 3102429).

ეროვნულმა ბანკმა ლარის სიმბოლოსთან ერთად ლარის ბანკნოტებიც განაახლა. ახალი დიზაინის მქონე ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლიდან გამოვა.


ფოტო: ტაბულა
2014 წლიდან ქართულ ფულს - ლარს თავისი სიმბოლო აქვს. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.

კომენტარები