გიორგობა თენდება. ეს დღესასწაული ყველა გულანთებულ ქართველ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარს. გაგიკვირდებათ და თქვენც [რუსთავი 2-ს] გილოცავთ. კვლავ მომხდარიყოს სასწაული და განათებულიყოს თქვენი გულები წმ.გიორგის მადლით, დაგევიწყებინოთ მტრობა, შური, ბოღმა, ავადმყოფური ჟინი ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნებისა, მოგენანიებინოთ დანაშაულები ადამიანის ღირსების და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩადენილები და პატიოსნად, წრფელი და სუფთა გულებით გემსახუროთ სიმართლისთვის, ადამიანისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
tbl.ge/grs
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე Facebook-ზე, გადაცემა განსხვავებული აქცენტების შესახებ. 22 ნოემბრის გადაცემა ბიძინა ივანიშვილის წარსულს ეხებოდა.
ამავე თემაზე
- რუსთავი 2-ის დირექტორად ნინო შუბლაძე დაინიშნა
- R2-ის ჯგუფისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კურდღელაურში 1 პირი დააკავეს
- რეჟიმმა რუსთავი 2 საბოლოოდ TV იმედი-სა და POS TV-ს კლუბში გააფორმა – საქართველოსთვის
- სანამ ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის, გახარიას პარტიის აქტივობებს არ გავაშუქებთ – რუსთავი 2
- შუბლაძე: მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას




