საზოგადოებრივი ინიციატივის კვლევა

საზოგადოებრივი ინიციატივა: ცესკოს სპიკერმა პრემიებთან დაკავშირებით იცრუა

ცესკო

კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცესკომ თამარ ჟვანიას პრემიები და დანამატები კანონის მოთხოვნის არასწორი ინტერპრეტაციით ახსნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟვანიამ ახლობლები და ნათესავები უშტატო თანამშრომლებად გააფრომა, რადგანაც მათი აყვანისთვის კონკურსის გამოცხადების საჭიროება ამ დროს არ წარმოიშვებოდა.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ უწყებაში გაცემულ პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს განპირობებული იყო 2014-2015 წლების საარჩევნო ციკლით. შესაბამისად 56 682 ლარის პრემია და 56 855 ლარის დანამატი თამარ ჟვანიამ ამ მიზეზით მიიღო. რაც არის ტყუილი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის უბადრუკი მცდელობა.  

ცესკო-ს წევრების შრომის ანაზღაურება საარჩევნო პერიოდში ამავე კოდექსის 9 მუხლით არის განსაზღვრული. კერძოდ, საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა, ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა. (საარჩევნო კოდექსი, 9 მუხლი, პუნქტი 1.).

ჩვენთვის სამწუხაროდ ცესკო-ს სპიკერი ცდილობს თამარ ჟვანიას უხერხულობა - პრემია/დანამატთან დაკავშირებით, ძალიან პრიმიტიული და სამარცხვინო საშუალებით - სიცრუით გაამართლოს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ თამარ ჟვანიას ოჯახის წევრებს ცესკო-ში კონკურსი არ გაუვლიათ. მათ ხელშეკრულება გაუფორმდათ როგორც უშტატო თანამშრომლებს, ხოლო უშტატო თანამშრომლების აყვანა ცესკო-ში კონკურსის გარეშე არის შესაძლებელი." - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის კვლევის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცესკო-ში შვილები, მათი მეგობრები და ოჯახის სხვა ახლობლები დაასაქმა.

კომენტარები