თბილისის ბიუჯეტი 2016

ქართული ოცნების დეპუტატი ენმ-ს: ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ცოცხლები ხართ

სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ თქვენ დღეს ფიზიკურად ცოცხლები ხართ. იმიტომ, რომ ხალხი ლინჩის წესით გაგასამართლებდათ, იმ კაცის დემოკრატობა რომ არა. სწორედაც რომ ასე იქნებოდა. იმდენად იყო ხალხი აღშფოთებული თქვენზე, იმ კაცის გადარჩენილები ხართ თქვენ, იმ დიდი დემოკრატი ადამიანის. რაც შეეხება ბიუჯეტის ამბავს, მე აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგების აზრს - თქვენი პრეზიდენტი რომ შემოგიგდებდათ რაღაცას და ორი ხელით ამტკიცებდით, ასე არ ვართ ჩვენ. ჩვენ ვმუშაობთ. შევიტანთ კორექტივებს და სწორედ ისეთი ბიუჯეტი შემოვა, როგორიც ეკადრება ჩვენს ქალაქს.

დღეს საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ. საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ია მაკასარაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას მიმართა.

კომენტარები