თბილისის ბიუჯეტი 2016

გრიგალაშვილი: დავით ნარმანიამ პოსტი უნდა დატოვოს

თემურ გრიგალაშვილი
საკრებულო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" წევრმა თემურ გრიგალაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე უკმაყოფილება გამოთქვა და დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა.

დეპუტატმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პროირიტეტების არასწორ გადანაწილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის აღმასრულებელ სტრუქტურებში მიმდინარე ატროფიზაციის პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.

თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგზე ხელფასების ზრდის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ნაცვლად მათი შეთავაზებისა, რომელიც ავტობუსები მძღოლებისთვის, ბაგა-ბაღების აღმზრდელების, ასევე დამსუფთავებლებისთვისა და დედაქალაქისათვის სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისთვის ხელფასების 20%-იან ზრდას გულისხმობდა, დავით ნარმანია, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ხელფასებს მხოლოდ საკუთარ ჩინოვნიკებს უზრდის.

საკრებულოს წევრმა ეჭვი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის შესაძლებლობის თაობაზეც გამოთქვა.

"ჯამში, სახეზე გვაქვს ჩიხური სიტუაცია და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთია. დავით ნარმანიამ უნდა დატოვოს პოსტი და მისი ადგილი დაიკავოს გამოცდილმა, პასუხისმგებლობის მქონე და საქმის კეთებაზე ორიენტირებულმა პირმა", - თქვა თემურ გრიგალაშვილმა.

კომენტარები