თბილისის ოთხ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

history.com

დღეს, თბილისში ნაძალადევის, გლდანის, საბურთალოს და დიდუბის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ცნობით, მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია. 

ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, ტაბიძის, გაგარინის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის და მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" -აცხადებს თელასი.

კომენტარები