პარიზის ტერაქტი

საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის სამ თვემდე გახანგრძლივებას ითხოვს

www.telegraph.co.uk

ამ დრომდე ფრანგი კანონმდებლები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ. მთავრობა საგანგებო მდგომარეობის სამ თვემდე გახანგრძლივებას ითხოვს.

სხდომაზე ასევე განიხილება ის კანონპროექტი, რომელიც პოლიციას პირის სახლში დაკავებისა და სასამართლო ნებართვის გარეშე ჩხრეკის ჩატარების უფლებას მისცემს.

Le monde-ის ცნობით, პოლიცია უფლებამოსილი იქნება, იარაღი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გარეშეც ატაროს.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში 22 ნოემბერს დაგეგმილი სახალხო დემონსტრაცია აღარ შედგება.

ამის პარალელურად, ბელგიის პრემიერმინისტრმა შარლ მიშელმა ისლამურ ექსტრემიზმთან საბრძოლველად დამატებით 400 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

კომენტარები