პარიზის პროკურორის ფრანცის მოლინსის განცხადებით, პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბააუდის ბედი უცნობია. მოლინსის განცხადებით, პოლიციამ რეიდი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზის გარეუბან სენ-დენიზში აბდელჰამიდ აბააუდის შესაძლო ყოფნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მოლინსის თქმით, ტერაქტების ორგანიზატორზე ინფორმაცია სატელეფონო საუბრებითა და მოწმეთა ჩვენებებით შეგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ პარიზში, სენ-დენიზში სპეცოპერაცია უკვე დასრულდა. რეიდის დროს ორი ტერორისტი დაიღუპა, ხოლო შვიდი დააკავეს.