თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

history.com

კომპანია თელასის ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება თბილისის შემდეგ უბნებს:

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ერწოს, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ფეიქრების ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ჩხიკვაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ბუდაპეშტის, მედეა ჩახავას, გიორგი გეგეჩკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, კვირიკაშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები