სუბარი: სახელფასო დანამატები ჩვენს უწყებაში არ გაზრდილა

სოზარ სუბარი

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი არ ეთანხმება აუდიტის სამსახურის ინფორმაციას და ამბობს, რომ მის უწყებაში სახელფასო დანამატების რაოდენობა არ გაზრდილა.

"ჩვენთან არანაირი ზრდა არ მომხდარა, პირიქით, ერთგვარი შემცირებაც არის, თუ შევადარებთ წინა წელს. მსგავსი არაფერი მითქვამს, რომ თითქოს გაზრდა იგეგმება, პირიქით, უბრალოდ, რამდენიმე წელია, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ ინიციატივას, რომ დევნილთა შემწეობები იყოს ფოკუსირებული, ადრესირებული საჭიროებების მიხედვით და არ იყოს დამოკიდებული სტატუსზე, ანუ დახმარება მიეცეთ იმათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და არა ყველას, განურჩევლად იმისა, ვინ მილიონერია და ვინ ღარიბი", - თქვა სუბარმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატები 45 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის კულტურის სამინისტროზე, სადაც საუბარია დანამატების 1500%-ით ზრდაზე.

კომენტარები