ყაჩაღობა

პეკინის ქუჩაზე ბანკი დააყაჩაღეს

metro.us

სამმა ნიღბიანმა პირმა პეკინის ქუჩაზე მდებარე პროკრედიტ ბანკი დააყაჩაღა. თავდამსხმელებმა თანხის წაღება მოახერხეს, თუმცა, უცნობია ოდენობა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სათამაშო იარაღები ჰქონდათ. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები