აფეთქება ნიგერიაში

ნიგერიაში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

www.channelstv.com

ნიგერიის ქალაქ იოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

როგორც BBC იუწყება, აფეთქება ბაზრის ტერიტორიაზე, სამშაბათს, დღის ბოლოს მოხდა, როდესაც მოვაჭრეები მაღაზიებს კეტავდნენ.

ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ქალაქ იოლას შაბათს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ ისლამისტური სამხედრო მოძრაობა ბოკო ჰარამი მალე დამარცხდება.

ქალაქი იოლა ამ წლის განმავლობაში უკვე მეორედ გახდა ტერორისტული თავდასხმის სამიზნე.

ტერორისტული დაჯგუფება ბოკო ჰარამი ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს თითქმის მთლიანად აკონტროლებს.

კომენტარები