ტერაქტები პარიზში

ტერაქტების ორგანიზატორის ასაყვანად პარიზში სპეცოპერაცია გრძელდება

Reuters

ჩრდილოეთ პარიზში, სენ დენიზში 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბააუდის ასაყვანად სპეცოპერაცია გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, არ დატოვონ სახლები. მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

პოლიცია კონკრეტულ სახლზეა ფოკუსირებული, სადაც, სავარაუდოდ, 28 წლის აბდელჰამიდ აბააუდი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ის სირიაში ეგონათ.

ფრანგული მედიის ცნობით, ის მეგობრობდა სალა აბდესლამთან, რომლის ძმამაც 13 ნოემბერს ტერაქტი განახორციელა, თავი აიფეთქა. სალა აბდესლამი მიმალვაშია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი.

13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტების სერიას სულ მცირე 129 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები